კონფერენციები
ჯანსაღი კვება
სასწავლო წლის დასასრულს სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებმა ბიოლოგიის მასწავლებელ ასმათ ახვლედიანის ხელმძღვანელობით "ახალი სკოლის მოდელის " ფარგლებში მიმდინარე პროექტის ერთ-ერთი მიმართულება-ჯანსაღი კვება, კონფერენციით შეაჯამეს. მოსწავლეები საინტერესო პრეზენტაციებით წარდგნენ სასკოლო საზოგადოების წინაშე, განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია საჩხერის აგრარულ ბაზარში ჩატარებული კვლევის შედეგების გაცნობამ. სკოლა მადლობას უხდის მასწსვლებელსა და მეთე ბ კლასის მოსწავლედბს პროექტში აქტიური ჩართულობისათვის.აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ საჩხერის #1 საჯარო სკოლის მე-11 მეორე კლასმა "ახალი სკოლის მოდელის" ფარგლებში მიმდინარე პროექტის-" ჯანმრთელობა -ადამიანის ფუნდამენტური უფლება" ერთ.ერთი მიმართულებით გამართა კონფერენცია თემაზე:
ფიზიკის მასწავლებლის, ზეინაბ იაკობაშვილის
ხელმძღვანელობით.
მომხსენებლებად წარსდგნენ:
"მოგესალმებით, ირმის ნახტომის ყველაზე ინოვაციურო, განვითარებადი საფეხურის უმაღლეს იერარქიაზე მყოფო და საყაროს მშვენიერების დასაბამის მთავარო მონაწილეებო. გალაქტიკამ ერთმანეთთან უხილავი ძაფებით შეგვაკავშირა და ისე მოგვიყარა თავი იმ სივრცეში, საიდანაც ვარსკვლავსადარი თვალები მიყურებენ. სწორედ ამ ატმოსფეროში, რომლის თითოეული კუთხე სამყაროს უსასრულობას, ამოუცნობობასა და მისტიურ-მაგიურობას გვიქადის, მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ საჩხერის #1 საჯარო სკოლის მე-11 მეორე კლასი. გვინდა ერთი დღე ვუსახსოვროთ ჩვენი სკოლის ისტორიას იმ სივრცის, გალაქტიკის, კოსმოსის შესახებ რომელთანაც ხილულ-უხილავი ძალებით შევბმულვართ.
შემთხვევითი არაა ისიც, რომ სწორედ ფიზიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გაკვეთილზე გადავწყვიტეთ, დაუსაბამო სივრცესთან დაგვეკავშირებინა ჩვენი დღევანდელი კონფერენცია, რისთვისაც მადლობას ვუხდით ჩვენ უსაყვარლეს ხელმძღვანელს, ზეინაბ იაკობაშვილს."
ამ სიტყვებით მიმართა ნინო კუსიანმა დარბაზს კონფერენციის დასაწყისს.




















No comments:
Post a Comment